logo
ENG



"საგზაო უსაფრთხოება გახდეს პრიორიტეტი" - კანცელარიასთან აქცია გაიმართება

24 აგვ 202021:59
3 წუთის საკითხავი
 
"საგზაო უსაფრთხოება გახდეს პრიორიტეტი" - კანცელარიასთან აქცია გაიმართება

ხვალ, 25 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციასთან მდუმარე აქცია გაიმართება.

როგორც ორგანიზაცია საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა გადაცემაში "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა" განაცხადა, აქციის მოთხოვნა იქნება, გახდეს საგზაო უსაფრთხოება პრიორიტეტი.

"მძიმე დღეა ხვალ და იქნება მდუმარე აქცია ორგანიზაციების მონაწილეობით. მთავარი გზავნილი არის - საგზაო უსაფრთხოება გახდეს ქვეყნის პრიორიტეტული საკითხი. მოვითხოვთ კიდევ ერთხელ, რომ ყურადღება მიექცეს ამ საკითხს", - თქვა ლალიაშვილმა.

ცნობისთვის, შატილის გზაზე ავტოავარიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 3 კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა, სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.


close დახურვა